|
|
ÌÈÀÅÀÒÉ ÂÅÄÒÃÉ |
|
|
სრუტეების გადაცურვის ისტორია მარათონული თუ სრუტეთა გადაცურვები დიდი ინგლისელი პოეტის ჯორჯ ბაირონის (1788-1824) სახელს უკავშირდება. 1810 წლის 3 მაისს მან ღამით ამიდოსიდან სესტორში გადაცურა დარდანელის სრუტე. რა აზრი ამოძრავებდა? რას ესწრაფოდა? ეს ცალკე საუბრის თემაა. მთავარია, სპორტული მარათონული ცურვის დასაწყისად აღიარებულია დარდანელი! რაც შეეხება საქართველოს, პირველი მარათონელი მოცურავე გახლავთ ბათუმელი წყალმაშველი და მყვინთავი მამედ ბედია, რომელმაც მალე, მატიუ ვების შემდეგ, შეუსვენებლად გაცურა ბათუმიდან ფოთში (59 კმ.). მასვე ეკუთვნის წყალზე მაშველის არაოფიციალური რეკორდი _ 1873-1934 წლებში, ანუ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის წყალმაშველად მუშაობის 61 წლის განმავლობაში მან სტიქიას გამოსტაცა 4016 სიცოცხლე. მარათონული ცურვის საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, მარათონული გადაცურვები დღესაც პოპულარულია. მაგალითად, 2001 წლის პროგრამაშია 12 ასპარეზობა. მათ შორის, ოთხი 10 კმ., ორი _ 20 კმ., დანარჩენი 30,32,37,57,60 და 88 კმ. დისტანციები. არანაკლებ პოპულარულია სრუტეთა გადაცურვები. ცნობისათვის _ ლამანშის გადაცურვათა რიცხვმა რამდენიმე ასეულს მიაღწია. უფრო მეტიც, არიან ადამიანები, რომლებმაც ლამანში გაუჩერებლად გადაცურეს იქით და აქეთ, გინესის წიგნის მიხედვით ერთმა მარათონელმა მცურავმა ეს სრუტე სამჯერ გადაცურა. ზოგი გადაცურვათა საერთო რიცხვით (რვამდე) გამოირჩევა... სრუტის გადაცურვის საერთაშორისო წესები მკაცრია. მოასპარეზეს აქვს უფლება ტანზე წაისვას სასურველი მალამო, ეცვას საცურაო კოსტუმი, აღიჭურვოს მოცურავის ქუდითა და სათვალით. ეს არის და ეს, ასე აღკაზმული უნდა ჩავიდეს წყალში, დიდხანს თუ ცოტა ხანს გადალახოს სრუტე და შეეხოს მეორე ნაპირის მიწას. და ეს ყველაფერი ავტორიტეტული კომისიის მიერ სათანადოდ უნდა იყოს აღწერილი, გადაღებული და შეფასებული. მარათონული გადაცურვის მოსურნეს, ცხადია, მხოლოდ გამძლეობა და სიმამაცე არ ჰყოფნის. აუცილებელია მეთოდური, ხანგრძლივი ვარჯიში, სულიერი და ფიზიკური მეცადინეობა, წრთობა. საჭიროა პროფესიონალთა გუნდი (მათ შორის ექიმი), ოფიციალური ვიზა, მისვლა-მოსვლის ხარჯები, სასტუმრო, კვება, ნავები და, რა თქმა უნდა, სათანადო საინფორმაციო და საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებათა (აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო...) განხორციელება... აქვე დავსძენთ, რომ უამინდობის შემთხვევაში ხარჯები უფრო იზრდება... ყურადღება მიაქციეთ ასაკს: ბაირონის ასაკი პირველი მარათონული გადაცურვის იყო 22, მატიუ ვების 27, მიხირ სენისა _ 36, ჩვენი თანამემამულე ჰენრი კუპრაშვილის 56 წელია (13.09.46). და ამასთან ასპარეზზე ხელფეხშეკრული (!) გამოდის.
|