მთავარი გვერდი        

  ჰენრი კუპრაშვილი ქართულ ეროვნულ სამოსში - ჩოხაში


 


 

 

 

 

ჰენრი კუპრაშვილის მეუღლე - ლუდმილა კოვალეცი-კუპრაშვილი

ჰენრი კუპრაშვილი და ზბიგნევ ბჟეზინსკი

ჯორჯ მარშალის ცენტრის დირექტორი რობერტ კენედი სერტიფიკატს გადასცემს ჰენრი კუპრაშვილს

საქართველოს პრეზიდენტი ჰენრი კუპრაშვილს გადასცემს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენს ჯუმბერ ლეჟავა, თამთა მებურიშვილი, ჰენრი კუპრაშვილი

  ჰენრი კუპრაშვილი - 60 

მისამართი:
თბილისი, Ge-0183, ნუცუბიძის ფერდ.
4-11-91.

ტელეფონი:
(+995 32) 21-61-21 (ბ).
(+995 99) 14 31 37 (მობ.)
ელ.ფოსტა:
henrikupra@yahoo.com
ინტერნეტი:

 
www.kupra.com.ge

 

 

 

 

    ჰენრი კუპრაშვილის შესახებ

    სამეცნიერო საქმიანობა

    შტრიხები პორტრეტისთვის

    ვიკიპედია:

ბიოგრაფიული მონაცემები
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი.
ვიცე–პოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, მედლის “მხედრული მამაცობისათვის” და ბაირონის ოქროს მედლი ს კავალერი.
1973 წელს შექმნილი « წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის – ჩოხოსნები 1973» დამაარსებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარე.
1990 წელს შექმნილი საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია “აიეტის” დამაარსებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარე.
უნიკალური ქართული ცურვის სკოლის შემქმნელი, პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე, მსოფლიო რეკორდსმენი.
მსოფლიო მასმედიის მიერ შერქმეული სახელები «ადამიანი დელფინი» (ტელეკომპანია სი - ენ - ენ – ი 2001, 2002), “დარდანელის გმირი”, “წყლის პრომეთე”, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვ.

CV

დაბადების თარიღი: 1946 წლის 13 სექტემბერი  
განათლება: საუნივერსიტეტო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი. სპი - ს საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილება
სპეციალობა: ისტორიკოსი, ჟურნალისტი
სამეცნიერო ხარისხი: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე «საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი და პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკაში» (1999) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე« საინფორმაციო პოლიტიკა პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესში» (2003).
სამეცნიერო წოდება: პროფესორი.
სადისერტაციო საბჭოს და სხვადასხვა სასწავლო–სამეცნიერო კომისიების წევრობა:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის, სოციალური ფილოსოფიის და პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების დარგში ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს წევრი - 2004 -2006 წ. წ.
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის 2006 წლის სამაგისტრო ნაშრომების საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
- პოლიტოლოგიის ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებისა და სამეცნიერო თანამდებობების საკონკურსო კომისიის წევრი - 2006 წლის 25 ივლისიდან დღემდე.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი – 2008 წლის ივლისი–სექტემბერი.
კოორდინატორი: საქართველოს მხრიდან - საერთაშორისო სემინარის «რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა». 1997 წლის 9-10 ოქტომბერი. ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან ).
სასწავლო - პედაგოგიური გამოცდილება: 1968-2006 წ. წ . საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი.
ლექციებს კითხულობდა: 1976-2006 წ. წ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).
1998-2003 წ. წ. წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრაზე (საათობრივი დატვირთვა). სამეცნიერო კვლევის სფეროები: საინფორმაციო პოლიტიკის თავისებურებები საინფორმაციო ეპოქაში, საინფორმაციო - ანალიტიკური ტექნოლოგიები, ეროვნული უშიშროება, პოლიტოლოგიის პრობლემები, საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობა.
სამეცნიერო კვლევის პრაქტიკაში დანერგვა:
მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეიქმნა სტრატეგიული ანალიზისა და მოდელირების ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზებული სისტემა « დიდგორი »; პოლიტიკური პროცესების პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზის პროგრამა « აისი » და სხვ.
სამეცნიერო შრომები: შრომების ცალკე სია აქვე. იხილე, აგრეთვე ვებგვერდში: www.kupra.com.ge
მონაწილეობა კონფერნციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში: ცალკე სია აქვე. იხილე, აგრეთვე ვებგვერდში: www.kupra.com.ge
საჯარო მოხელის საკლასო ჩინი და კვალიფიკაციის ამაღლება:
2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (# 1299) მიენიჭა პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
მიღებული აქვს სერთიფიკატები : ქ. კაიროს უმაღლესი მმართველობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები (1995); ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრის კოლეჯის უმაღლესი სახელისუფლო კურსი (2000); საქართველოს ეკონომიკური უშიშროების პოლიტიკის ფორმირების შესახებ (უშიშროების მოდელირების სინთეზური გარემო ) აშშ - ს ევროპის შტაბისა და თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის მე -2 სიმპოზიუმი« საქართველო – დიალოგი 2000».
სამხედრო ჩინი: ვიცე–პოლკოვნიკი.
 სამსახურებრივი კარიერა:
1968-2006 წლები - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დოცენტი , პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი.
1977-1979 წლები - სახალხო კონტროლის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეთოდკაბინეტის გამგე.
1989-1992 წლები - საქართველოს სახალხო ფრონტში, ჯერ სააღრიცხვო განყოფილების ხელმძღვანელი, შემდეგ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარის თანაშემწე.
1992 წლის მარტი - 1992 წლის დეკემბერი - მინისტრთა კაბინეტში ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელ მდივანი.
1992-1996 წლები - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში, ჯერ სახელმწიფო მრჩეველი, შემდეგ მთავარი სახელმწიფო მრჩეველი და სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
1996-2004 წლები - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში: საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის უფროსი; უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი; საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი; ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი.
2005.02- დან დღემდე სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი.
დიპლომატიური საქმიანობა: 1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ - ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.
სხვადასხვა სამთავრობო კომისიების წევრობა:
იყო: 1) ლტოლვილთა აღრიცხვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, 1992 წ.); 2) ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის წევრი (საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 აგვისტოს # 551 ბრძანებულება ); 3) საქართველოს ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურებისათვის გადმოცემული და მიტოვებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების სამხედრო ქალაქების, სამხედრო პოლიგონებისა და სხვა საწარმოო ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე ქიმიურ - რადიაციული ფონის მდგომარეობის შემოწმებელი სამთავრობო კომისიის წევრი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ნოემბრის # განკარგულება ); 4) მმართველობის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი (საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის # 286 დადგენილება ); 5) საქართველოში ინფორმატიზაციის განვითარების მიზნით შექმნილი კომისიის წევრი (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება # 6, 10.02.98. ) და სხვ.
საზოგადოებრივი მოღვაწეობა:
არის: 1973 წელს შექმნილი « წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის – ჩოხოსნები 1973» დამაარსებელი და დღემდე მისი უცვლელი თავმჯდომარე; 1990 წელს შექმნილი საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია « აიეტის »დამაარსებელი და დღემდე მისი თავმჯდომარე; ჟურნალისტთა ფედერაციის წევრ .
არჩეული იყო: 1989 წელს საქართველოს ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია «იმედის» წინამძღვრად (1991 წლამდე); საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრად (1989-1992) და სხვ.
დეპუტატობის კანდიდატობა: 1990 წელს საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად თბილისის ლენინის რაიონის # 2 რკინიგზელთა საარჩევნო ოლქში (არჩევნები 25 მარტს იყო დანიშნული , შემდეგ რადიკალებმა და კომუნისტებმა ჩაშალეს). იმავე წელს, შემოდგომისათვის დანიშნულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე საქართველოს სახალხო ფრონტმა დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა დმანისის # 41 საარჩევნო ოლქში (სახალხო ფრონტმა პოლიტიკური მოსაზრებით, ეს ადგილი დაუთმო დმანისის რაიკომის მაშინდელ მდივანს ომარ ელოშვილს).
ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი და მედალი «მხედრული მამაცობისათვის».
ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ბაირონის ოქროს მედალი.
ნომინაცია წლის ადამიანი:
გამოცხადდა გამარჯვებულად გაზეთ «ახალი ეპოქის» ნომინაციაში - წლის ადამიანი 2002.
 სახელოვანი წინაპარი:
ბაბუა, ლუკა კუპრაშვილი (სოფ. ცუცხვათიდან) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების მონაწილე (აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ოკრიბის ტყიდან არ გამოვიდნენ ის და მისი თანამებრძოლი), ბოლშევიკებთან შეტაკების დროს დაიჭრა (ესროლა ბოლშევიკმა კეზევაძემ სოფელ კურსებიდან), დაჭრილმა რამდენიმე კილომეტრი იარა და წყაროსთან რისია უგრეხელიძის ხელში დალია სული (იყო 28 წლის). დარჩა 18 წლის მეუღლე ახლად დაბადებული შვილით (ჰენრი კუპრაშვილის მომავალი მამა, ოთარი), რომელიც, ცხადია ბოლშევიკების მუდმივი პრესის ქვეშ იმყოფებოდა.
უნარ - ჩვევები:
კომპიუტერთან მუშაობა : ძალიან კარგად Microsoft Word და Internet Exprlorer , ხოლო
საშუალოდ – PageMaker, MAcromedia Dreamweaver MX , CorelDRAW, MapInfo, Power Point .
ინტერესის სფერო:
პუბლიცისტიკა . არის 300–ზე მეტი ანალიტიკური და პუბლიცისტური სტატიის ავტორი, სია იხილე, ვებგვერდში: www.kupra.com.ge
ცურვა. მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კ სი - ენ - ენი 17.02.01, 05.11.02), დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი, კაცი ლეგენდა და სხვ. ეს თიკუნები მიიღო მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართული სამხედრო - საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მანამდე კი 2001 წლის 28 იანვარს, სპორტკომპლექს " ლაგუნა ვერეს " აუზში ამავე სტილით გაცურა ორი კილომეტრი 92 წუთში. ამ მოვლენებს მსოფლიოს უპირველესი ტელეკომპანია სი - ენ - ენ – მა სამი სიუჟეტით გამოეხმაურა, სპეციალური სიუჟეტები მოამზადა როიტერსმა, ასოშიეიტედ პრესმა, თურქულმა IHA– ამ, უკრაინულმა 1+1– მა, ასევე ფართოდ გავრცელდა ბი – ბი – სი – ს, რია – ნოვოსტის, იტარ – ტასის და სხვა სააგენტოების ინფორმაციები. ეს მოვლენა ასახა მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტელევიზიამ.
როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, მან :
– გააცოცხლა ქართული ცურვა, ანუ საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ – იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას (ქართულ ცურვაში შედის 8 სტილი: თავისუფალი კოლხური', ანუ იგივე ლაზური; ხელფეხშეკრული კოლხური, იბერიული, აფხაზური, ოკრიბულა, ქიზიყური, ხაშურული და თახვია);
– დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში;
– სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს;
– არის პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე;
– დაწერა ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო;
– შექმნა სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი ქართული ცურვის შემსწავლელთათვის.
მასმედიაში აღინიშნა, რომ ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტის გადაცურვა იყო მოვლენა, რამაც :
– შექმნა სრულიად ახალი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური განწყობა ადამიანებში - ცნობილია, რომ წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ყოფნა ინსტიქტურად სიკვდილისადმი ცხოველურ შიშს იწვევს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანის თანამდევი ეს ინსტიქტი მესამე ათასწლეულის დამდეგს შეიცვალა და ცხოველური შიშის სინდრომი მოხსნა;
– შეცვალა ცურვის მიმართ ადამიანთა წარმოდგენა - ერთგვარად აზრობრივი დატვირთვაც კი დაუკარგა შეგონებას: წყალში დასახრჩობად განწირულმა ადამიანმა იყვირა, ღმერთო მიშველეო, ღმერთმა მიუგო, ხელი გაანძრიე და გეშველებაო;
– უჩვენა პრობლემებით დამძიმებულ საქართველოს - ადამიანს როგორადაც არ უნდა შეუკრან მას ხელფეხი, რა გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდეს იგი, სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს, ერთი შეხედვით თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან ხსნა ყოველთვის მოიძებნება, მთავარია კაცმა რწმენა და სულიერი სიმტკიცე არ დაკარგოს.
სხვა მონაცემები: მეუღლე ლუდმილა კოვალეცი–კუპრაშვილი, შვილები: ბექა, ცირა, თამარ, მარიამ.
მამა, ოთარ კუპრაშვილი (1924-1974) – მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიის რწმუნებულად. დედა, ნორა ლაპიაშვილი დაბ. 1925 წელს.
სხვ აგვარად აზროვნების შედეგი: სხვაგვარად აზროვნებისათვის, დისიდენტური გადახრებისა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაფრთხილებული იყო პირველად 1967 წელს საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდში, მეორედ 1975 წელს სპი-ში მუშაობისას. გაფრთხილება მიიღო 2004 წლის 20 ოქტომბერსაც, ამჯერად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორი პასუხისმგებელი მუშაკისგან (მდივნის მოადგილე და სამსახურის უფროსი) გაზ. «24 საათში» სტატიის («მეფემ არ იცის, თორემ...» #142, 17.06.04) გამოქვეყნებისთვის, აუკრძალეს შემდგომში მათთან შეთანხმების გარეშე სტატიების ბეჭდვა. მისთვის მათი ულტიმატუმი მიუღებელი იყო და  იმავე გაზეთში კვლავ გამოაქვეყნა სტატია («ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი» – #254. 26.10.04). ერთი თვის შემდეგ სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლეს...


© Guinness Records - 20011