მთავარი გვერდი

 
საყვარელი ლიტერატურული გმირი?
გილგამეში, აიეტი, დაღუპული მოყმის დედა...
ისტორიული გმირი?
ქუჯი, ცოტნე დადიანი, დავით აღმაშენებელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ქეთევან წამებული, ილია ჭავჭავაძე, მემედ აბაშიძე, კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია, ჟიული შარტავა . . . 1924 წლის აჯანყების დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ლუკა კუპრაშვილი (ბაბუაჩემი)...
მწერალი?
ოთარ ჭილაძე (მწვერვალი), მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია (ეროვნული), დავით კლდიაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გაბრიელ გარსია მარკესი, ჩეხოვი...
პოეტი?
შოთა რუსთაველი (დიდი), გალაკტიონი (მწვერვალი), ვაჟა-ფშაველა (გენიოსი), მუხრან მაჭავარიანი (ეროვნული), ჯემალ აჯიაშვილი (ებრაული პოეზიის ქართულ ენაზე გენიალური ამმეტყველებელი), რობერტ ბერნსი, ალექსანდრ ბლოკი...
კომპოზიტორი?
ბეთჰოვენი, შოპენი, ენდრიუ ლოიდ ვებერი...
რეჟისორი?
თემურ ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, რობერტ სტურუა... ,
მსახიობი?
ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი, კახი კავსაძე, ლოურენს ოლივიე, სოფიკო ჭიაურელი...
მომღერალი?
ჰამლეტ გონაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, ლუჩანო პავაროტი, სარა ბრაიტმანი...
ტელეგადაცემა?
ცოცხალ ბუნებაზე, საინფორმაციო და შემეცნებით ხასიათის გადაცემები, ანზორ ერქომაიშვილისა და ვახუშტი კოტეტიშვილის პროგრამები, ბაქრაძის „სპა...
მუსიკალური ნაწარმოები?
ქართული ხალხური სიმღერები (განსაკუთრებით მეგრული, კახური და სვანური), შოპენის მე-12 ეტიუდი, იაკობ ბობოხიძის „ვედრება...
ცეკვა?
ქართული, ოსური და ირლანდიური ცეკვები. განსაკუთრებით ნინო და ილიკო სუხიშვილების სიმდი (ხელოვნების შედევრი).
სპორტის სახეობა?
ცურვა, ფრენბურთი, ფეხბურთი, რაგბი...
სასმელი?
თეთრი კახური ღვინო, ვისკი, ლუდი...
კერძი?
ქართული, აფხაზური (ელარჯი, ხინკალი, ხაჭაპური, აჯიკა...)
ქართველი კაცი პატივისცემას იმსახურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახასიათებს
  სახელმწიფოსა და ოჯახისადმი პასუხისმგებლობა, კანონმორჩილება...
ყველაზე მეტად ქალში აფასებს?
გონიერებას, მომხიბვლელობას, რომანტიკულობას, მთლიანობაში - ყველა ქალს, რადგან ყველა ქალი თავისებურად მშვენიერია და განუმეორებელი...
წარმოდგენა ბედნიერებაზე?
ლაღი, მხრებგაშლილი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო (ეს განაპირობებს დანარჩენს).
წარმოდგენა უბედურებაზე?
უმწეო მდგომარეობა, როდესაც სამშობლოსა და ოჯახს ვერ შველი.
ვერ იტანს ყველაზე მეტად?
კანონის უპატივცემულობას, ხელისუფლებაში შემძვრალ ყველა დონის კორუფცირებულს, როგორც სამშობლოს მოღალატეებს (ხშირად ამის გამო პრობლემები მექმნება), არაპროფესიონალის პრეტენზიულობას.
ისტორიული პიროვნება, რომელმაც ზიზღი დაიმსახურა?
სერგო ორჯონიკიძე, იასე ფალავანდიშვილი. მითოლოგიიდან - მედეა.
სურს სიკვდილს შეხვდეს?
ჯანმრთელი, ბედნიერი, ვალმოხდილი.
ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობა?
ერთი მხრივ, მიუხედავად სიდუხჭირისა, ამაღლებული, რადგანაც მოვესწარი ნაოცნებარ საქართველოს დამოუკიდებლობას. მეორე მხრივ - ტკივილით სავსე, რადგანაც ვხედავ, „ჯაყო-ყვარყვარეები როგორ მიუპატიურებენ სამშობლოს, მე კი ყოველმხრივ შებორკილი, ვერ ვახერხებ შველას.
მთავარი ნაკლი?
უკომპრომისობა, სიფიცხე, სიჯიუტე, ...
ჰობი?
ცურვა, კითხვა, კომპიუტერი, ხეების დარგვა (600-მდე მაქვს დარგული)
დევიზი?
"რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა" (რუსთაველი), ანუ გააკეთე ის, რაც არ გინდა, მაგრამ საჭიროა.