სენსაციის საიდუმლო

    

პრომეთე

ჯორჯ გორდონ ბაირონი

არგო

  შვიდი მოვლენა, რომელმაც გააოცა მსოფლიო

ჰენრი კუპრაშვილის მიღწევა მსოფლიო სენსაციის საგანი გახდა, რომელიც შვიდმა უნიკალურმა მოვლენამ განაპირობა:

1) კაცობრიობის ისტორიაში შექმნა სრულიად ახალი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური განწყობა - ცნობილია, რომ წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ყოფნა ინსტიქტურად სიკვდილისადმი ცხოველურ შიშს იწვევს. „ადამიანი-დელფინმა“ კი საუკუნეების მანძილზე ადამიანის თანმდევი ეს ინსტიქტი მესამე ათასწლეულის დამდეგს შეცვალა და ცხოველური შიშის სინდრომი მოხსნა;

2) ცურვის შესახებ ადამიანის წარმოდგენა შეცვალა - ერთგვარად აზრობრივი დატვირთვაც კი დაუკარგა შეგონებას: „წყალში დასახრჩობად განწირულმა ადამიანმა იყვირა, ღმერთო მიშველეო, ღმერთმა მიუგო, ხელი გაანძრიე და გეშველებაო";

3) საქართველომ მსოფლიოს მესამე ათასწლეულის დამდეგს მისცა ცურვის სრულიად ახალი ქართული სახეობები: „ლაზური“ (სპორტული სტილი) და „ხელფეხშეკრული კოლხური“ (სამხედრო-საწვრთნელი სტილი);

4) მესამე ათასწლეულში დაამკვიდრა ხელფეხშეკრული, ანუ სამხედრო-საწვრთნელი კოლხურით დედამიწის სრუტეთა გადაცურვის ახალი წესი;

5) გლობალური პრობლემებით დამძიმებულ მსოფლიოს უჩვენა - ჩვენი თანამედროვე ადამიანი რა გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდეს, როგორადაც არ უნდა შეუკრან მას ხელფეხი, სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს, ერთი შეხედვით თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან ხსნა ყოველთვის მოიძებნება, მთავარია კაცმა უფლის რწმენა, სულიერი სიმტკიცე არ დაკარგოს;

6) მთელ მსოფლიოს გაუცოცხლა უძველესი ქართული ლეგენდა და კაცობრიობას შესთავაზა, როგორც კოლხეთის სწორუპოვარი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც ტიმ სევერინმა - საბერძნეთიდან საქართველომდე (ისტორიულ კოლხეთამდე) ძველელადური ნიმუშის ხომალდით გაცურვით გააცოცხლა არგონავტების მითი, ჰაინრიხ შლიმანმა ტროას გათხრებით - ჰომეროსის „ილიადა", ხოლო ჯორჯ ბაირონმა დარდანელის სრუტის გადაცურვით ლეანდრეს და ჰეროს სიყვარულის ლეგენდა;

და ბოლოს 7) ბორკილის ფენომენი უცხო რომ არა არის ქართული სინამდვილისათვის, ამას მოწმობს კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირან-პრომეთეს მითიც, ახლო წარსულის ხუნდებდადებული სამშობლოს სიმბოლო. შეიძლება ეს გადაცურვა ერთგვარი გაფრთხილებაც კი იყოს გახლეჩილი და ურთიერთდაპირისპირებული საქართველოსათვის, რომ კვლავ სანატრელი არ გაუხდეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

 

 

აიეტი და იასონი


მედეა