ს  ი  ა  ხ  ლ  ე


      ვ ი კ ი პე დ ი ა:

 

25/05/2010
 
შეჯიბრება სპორტული ცურვის ქართულ სახეობა „თავისუფალ კოლხურში“ (ლაზურში)
 
თბილისის მერიის თასზე 2010 წლის 25 მაისს სპორტკომპლექს "ლაგუნა ვერეში" გაიმართა თბილისის მერიის თასზე შეჯიბრება სპორტულ ცურვა „თავისუფალ კოლხურში“ (ლაზურში). ასპარეზობდნენ გოგონები და ბიჭები 50 და 100 მეტრიან დისტანციებზე. აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ცურვის ამ სახეობისთვის დაწერილი “ლაზური მარში”. შეჯიბრების მთავარი მსაჯი მანანა ზამბახიძე. გამარჯვებული პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით და ფულადი ჯილდოებით.
შედეგები:
50 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:
1. ოქსანა ბელოვა (დაბ. 1997 წ. შპს “თოლია”, რუსთავი) – 0.51.01
2. თეონა ბოსტაშვილი (დაბ. 1998 წ. შპს “თოლია”, რუსთავი) – 0.52.29
3. ანა კერვალიშვილი ( დაბ. 1998 წ. “ ლაგუნა ვერე” , თბილისი) – 0.54.02
50 მეტრიანი დისტანცია , ბიჭები :
1. თემურ კობახიძე ( დაბად. 1995 წ. “ლაგუნა ვერე” , თბილისი ) – 0.35.29
2. ნიკა კოკელიძე ( დაბად. 1996 წ. “ლაგუნა ვერე” , თბილისი ) – 0.39.33
3. ირაკლი შავაძე (დაბ. 1995 წ. შპს “თოლია”, რუსთავი) – 0.40.22
100 მეტრიანი დისტანცია , გოგონები :
1. ანა ლომინაძე ( დაბად. 1995 წ. “ლაგუნა ვერე” , თბილისი ) – 1.42.01
2. მაია ხრიკული ( დაბად. 1994 წ. “ლაგუნა ვერე” , თბილისი ) – 1.45.05
3. მარი მეჭურჭლიშვილი ( დაბად. 1995 წ. “ლაგუნა ვერე” , თბილისი ) – 1.57.38
100 მეტრიანი დისტანცია , ბიჭები :
1. გიორგი მთვრალაშვილი ( დაბ. 1992 წ. ტონუსი , თბილისი ) – 1.15.40
2. ირაკლი შენგელია – ( დაბ. 1994 წ. ტონუსი , თბილისი) 1.18. 44
3. ირაკლი ბოლქვაძე ( დაბ. 1994 წ. ტონუსი , თბილისი) – 1.23.72

20/09/2009
 
 
ლაგუნა ვერეზე ხელფეხშეკრული კოლხურით
ვ. დანელია.
უამინდობის გამო თბილისის ზღვის ტემპერატურა წინა წლებთან შედარებით არნახულად დაეცა – უქმეებზე იგი 17 გრადუსს არ აღემატებოდა. რადგანაც ცივ წყალში ექიმები სპორტსმენებს 3 კილომეტრის გაცურვის ნებას არ აძლევენ, თბილისის ზღვის მორიგი დალაშქვრის მსურველებმა „ლაგუნა ვერეზე“ გადაინაცვლეს. შეჯიბრების (მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი. ინიციატორი ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაცია, (პრეზიდენტი დიმიტრი დუნდუა) მონაწილეებმა „ხელფეხშეკრული კოლხურით“ იასპარეზეს. ფინიშთან პირველები იყვნენ ანა ლომინაძე და დავით ბარდაველიძე. გამარჯვებულები და პრიზიორები დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ორგანიზატორების თქმით, ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცურვის როგორც ეროვნული, ისე კლასიკური ყაიდების განვითარებას.

გაზ. „ლელო“, # 229. 2009 წლის 29 სექტემბერი
 
სურათებზე: 100 მეტრიან დისტანციაზე – 1. გოგონების სტარტი. 2. გამარჯვებული დავით ბარდაველიძე (დრო –2.01.67) . 3. გამარჯვებულები: მარი მეჭურჭლიშვილი (2.57.4), ანა ლომინაძე (2.18.16), ელენე გეთია (2.57.6)

27/06/2009
 
საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა “ლაზურში” (თავისუფალ კოლხურში)
2009 წლის 27 ივნისს, 12 საათზე სპორტკომპლექს " ლაგუნა ვერეში" გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა “ ლაზურში” ( თავისუფალ კოლხურში). მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან, გორიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან და აზერბაიჯანიდან. შეჯიბრების მთავარი მსაჯი მანანა ზამბახიძე.  ასპარეზობაზე აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ლაზურში შეჯიბრებისთვის დაწერილი “ლაზური მარში”.
სპეციალური პრიზები გადასცეს მედია– ჰოლდინგმა “ ჯორჯიან თაიმსმა” (მალხაზ გულაშვილი), საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასმა (გ. დოლიძე), საქართველოს ნიჩბოსნობისა და კანოეს ეროვნულმა ფედერაციამ (ბეჟან ხურციძე) და ბიზნესმენმა ანტონ ინგოროყვამ.
შეჯიბრება ჩატარდა ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაციის (პრეზიდენტი დიმიტრი დუნდუა), თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურისა და სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” ეგიდით.
შედეგები:
50 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:
1. ანა ლომინაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 46.26
2. ელენე შენგელია ( შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 53.2
3. ანა მაყიშვილი (გორი) – 56.6
50 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:
1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 39.55
2. გიორგი წილოსანი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 45.63
3. გიორგი ბიგანიშვილი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 50.00
100 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:
1. ნასტია გრივაჩი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.41.9
2. ნატალია ფილინა (ბაქო, აზერბაიჯანი) – 1.49.0
3. გვანცა ხინჩაკაშვილი (გორი) – 1.49.60
100 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:
1. ირაკლი რევიშვილი (ტონუსი, თბილისი) – 1.17.10
2. თორნიკე სხილაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.20. 46
3. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 1.23.0
400 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:
1. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 6.52.8
2. დავით ბარდაველიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 7.38.2
3. ცოტნე დევდარიანი (შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 7.57.0
 

03/08/2008
 
11 წლის ჯიმი ბროძელმა გადაცურა "თბილისის ზღვა"
2008 წლის 3 აგვისტოს, “თბილისის ზღვის” (თბილისი წყალსაცავი) 3400 მეტრიანი მონაკვეთი “ხელფეხშეკრული კოლხურით” გადაცურა 11 წლის ჯიმი ბროძელმა. მან გადაცურვას მოანდომა 1 საათი, 49 წუთი და 45 წამი.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი

29/06/2008
 

კახი კავსაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა

2008 წლის 29 ივნისს , სპორტკომპლექს ” ლაგუნა ვერეში ” გაიმართა მეორე ტრადიციული შეჯიბრება ცურვა ” რაჭულში ” ხანდაზმულთა შორის . შეჯიბრება გაიმართა საერთაშორისო ასოციაცია ”930”- ის   მიერ ორგანიზებული დღეგრძელობის კვირეულის ფარგლებში.

შედეგები: პირველი ადგილი 72 წლის ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე, მეორე – 79 წლის ინჟინერ – მშენებელი შალვა კვინტრაძე, მესამე – 72 წლის ინჟინერი გივი გადელია, მეოთხე – ექიმი აგლაია კვესელავა ( ქალებში პირველი ), მეხუთე – 72 წლის ეკონომისტი თამაზ კვერნაძე.

ასოციაციის პრეზიდენტმა მარი მალაზონიამ გადასცა პირველ სამ ადგილზე გასულებს დიპლომები და სვაროვსკის თვლებით მოჭედილი კუს ქანდაკებები ( დღეგრძელობისა და სიბრძნის სიმბოლო ) . დანარჩენ მონაწილეებსაც გადაეცათ სპეციალური პრიზები.

პროექტის ავტორი და შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი


 
30/08/2007

 

გაიმართა “ხელფეხშეკრული კოლხურით” თბილისის ზღვის მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვა

ა/წ 30 აგვისტოს გაიმართა თბილისის ზღვის “ ხელფეხშეკრული კოლხურით ” მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვა . შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს “ლაგუნა ვერეს” აღზრდილებმა. პირველი ადგილი დაიკავა კვლავ 1 3 წლის ირაკლი შენგელიამ (37 წუთი და 53 წამი) , რომელმაც გააუმჯობესა წინა შედეგი (40. 47.00) .

გადაცურვა მიეძღვნა 2002 წლის 30 აგვისტოს ძველი ქართული სამხედრო - საწრთვნელი წესით , ანუ “ ხელფეხშეკრული კოლხურით ” დარდანელის სრუტის   გადაცურვის ხუთი წლისთავს.

შეჯიბრება გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის (დ.ნამგალაური), თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის (მ.ქაცარავა,ზ.დოლიძე), სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” (ვ.ხუნძაკიშვილი), თბილისის მერიის საგანგეობო სიტუაციების სამსახური (თ.გიორგაძე) და საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცი ა  “ აიეტის” ეგიდით .

გადაცურვის სპონსორი ქართული ზეთების კომპანია (რ.სალუქვაძე)

“ხელფეხშეკრული კოლხურით” თბილისის ზღვ ის მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვ ის ოფიციალური შედეგები (30.08.07 წ. სტარტი 12:00. დისტანცია 3 400 მეტრი)

#

სახელი და გვარი

დაბად.წელი

შედეგი

ადგილი

ქალაქი

1

ირაკლი შენგელია

1994

37. 53.00

I

თბილისი

2

დათო ბარდაველიძე

1993

51. 17.00

II

თბილისი

3

თემურ კობახიძე

1995

53.03.00

III

თბილისი

4

თიკა ბაკურაძე

1992

57.23.00

IV

თბილისი

5

ანი სიჭინავა

1994

57.58.00

V

თბილისი

შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი


   21/07/2007
 
ჟურნალისტები კვარლცბეკზე – სტეფანი ჰილბორნი (ჯორჯია თუდეი), ხათუნა ნოზაძე (რუსთავი 2), გურანდა გურასაშვილი (მზე)

ცურვაში ჟურნალისტებს შორის შეჯიბრების ოფიციალური შედეგები.
(დისტანცია 50 მ., თავისუფალი კოლხური – 25 მ.)

კაცები
ბატერფლაი

#

სახელი და გვარი

შედეგი

ადგილი

ქალაქი

მედია ორგანიზაცია

1

ოლეგ ფეიქრიშვილი

0. 32 . 39

I

თბილისი

გაზ. “ჯორჯიან თაიმსი”

2

ლადო ცხადაია

0. 49 . 60

II

თბილისი

ტ/კ “მზე”

3

დავით ახვლედიანი

მოიხსნა

 

თბილისი

გაზ.”რეზონანსი”

ბრასი

1

გიგა გურასაშვილი

0 . 41 . 6 0

I

თბილისი

გაზ. “24 საათი”

2

არჩილ მიქაძე

0. 43 . 10

II

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

3

ავთანდილ გურასაშვილი (დაბ. 1950 )

0 .4 3 . 77

III

თბილისი

გაზ. “სარბიელი”

გულაღმა

1

ოლეგ ფეიქრიშვილი

0. 35 . 40

I

თბილისი

გაზ. “ჯორჯიან თაიმსი”

2

კახაბერ კახაძე

0 . 38 . 20

II

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

3

არჩილ მიქაძე

0. 41 .6 0

III

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

თავისუფალი სტილი

1

ვახო მამალაძე

0.31.90

I

თბილისი

ტ/კ “მზე”

2

ვასილ უდუმაშვილი

0. 34 . 73

II

თბილისი

გაზ. “24 საათი”

3

არჩილ მიქაძე

0. 35 . 80

III

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

თავისუფალი კოლხური (ლაზური)

1

მალხაზ გულაშვილი

0. 25 . 31

I

თბილისი

გაზ. “ჯორჯიან თაიმსი”

2

მიხო მორჩილაძე (დაბ. 19 45 )

0 .3 4 . 0

II

თბილისი

გაზ. “კვირის პალიტრა”

3

ირაკლი კალანდაძე

არ გამოცხ.

 

თბილისი

გაზ. “კვირის პალიტრა”

ქალები

ბატერფლაი

#

სახელი და გვარი

შედეგი

ადგილი

ქალაქი

მედია ორგანიზაცია

1

ხათუნა ნოზაძე

0. 38 . 99

I

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

2

სტეფანი ჰილბორნი

0. 44 . 40

II

აშშ

გაზ. “ჯორგია თუდეი”

ბრასი

1

ხათუნა ნოზაძე

0. 45 . 22

I

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

2

ნათია ქოქაშვილი

არ გამოცხ.

 

თბილისი

გაზ. “ჯორჯიან თაიმსი”

3

ნათია ბანძელაძე

არ გამოცხ.

 

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

გულაღმა

1

ხათუნა ნოზაძე

0. 45 . 07

I

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

2

სტეფანი ჰილბორნი

0. 47 . 66

II

აშშ

გაზ. “ჯორგია თუდეი”

3

გურანდა გურასაშვილი

0. 52 . 88

III

თბილისი

ტ/კ “მზე”

თავისუფალი სტილი

1

ხათუნა ნოზაძე

0. 36 . 45

I

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

2

სტეფანი ჰილბორნი

0. 38 . 00

II

აშშ

გაზ. “ჯორგია თუდეი”

3

გურანდა გურასაშვილი

0. 53 . 38

III

თბილისი

ტ/კ “მზე”

თავისუფალი კოლხური (ლაზური)

1

სტეფანი ჰილბორნი

0. 22 . 10

I

აშშ

გაზ. “ჯორგია თუდეი”

2

ხათუნა ნოზაძე

0. 23 . 04

II

თბილისი

ტ/კ “რუსთავი 2”

3

თამარ შონია

არ გამოცხ.

 

ზუგდიდი

რადიო „ათინათი“

შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი
მდივანი ლალი კაიშაური

23/06/2007
ცურვა “რაჭულად”

საერთაშორისო ასოციაცია „930“ (პრეზიდენტი მარი მალაზონია) მიერ ორგანიზებული დღეგრძელობის კვირეულის ფარგლებში, 2007 წლის 23 ივნისს „ლაგუნა ვერეზე“ გაიმართა შეჯიბრება ცურვა “რაჭულში”. პირველი ადგილი დაიკავა 78 წლის ინჟინერ–მშენებელმა შალვა კვინტრაძემ, მეორე ადგილი – 72 წლის ცნობილმა მსახიობმა კახი კავსაძემ, მესამე – 71 წლის ინჟინერმა გივი გადელიამ.
ქართული ცურვა “რაჭული” სპეციფიკურია. აქ 70 წელს გადაცილებული მონაწილეები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს ცურვაში, მაგრამ არა სისწრაფისა და ორგანიზმის გადატვირთვის ხარჯზე, როგორც ეს სხვა სპორტულ შეჯიბრებებზე ხდება, არამედ ეჯიბრებიან სიდარბაისლეში, სიდინჯესა და ნელ ცურვაში, როგორც ეს ხანდაზმულ ადამიანს შეეფერება. გამარჯვებულად ის ითვლება, ვინც კიდურების შეუჩერებელი მოძრაობით ბოლო მიცურდება ფინიშზე (ხოლო თუ ცურვის პროცესში განზრახ შეწყვეტს კიდურების მოძრაობას, რათა ჩამორჩეს სხვებს, მაშინ იგი მოიხსნება შეჯიბრებიდან). მთავარი აქ ის არის, რომ გამარჯვებას აღწევს არა ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვის ხარჯზე, რაც 70 წელს გადაცილებული ადამიანისათვის საბედისწეროც კი შეიძლება აღმოჩნდეს, არამედ სწორად არჩეული სტრატეგიის, ტაქტიკისა და მოხერხებულობის ხარჯზე.
პროექტის ავტორი და შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი

15/09/2006

      იუბილე

   2006 წლის 15 სექტემბერს თბილისის კინოს სახლში ჰენრი კუპრაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი    საღამო გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის (თავმჯდომარე გოგი დოლიძე)        ორგანიზებით მოეწყო.


   03/09/2006

მსოფლიოში პირველად!

  მ/წ 3 სექტემბერს გაიმართა მარათონი. “თბილისის ზღვა” ქართული სამხედრო–საწრთვნელი სტილით –  “ხელფეხშეკრული კოლხურით” გადაცურეს ჰენრი კუპრაშვილისა და დიმიტრი დიქის ( Dick ) აღზრდილმა ნორჩმა  მოცურავეებმა. ტრასა (3400 მ.) პირველმა დაასრულა 12 წლის ირაკლი შენგელიამ (40,47), მეორე ადგილზე    გავიდა 13 წლის ნასტია გრივაჩი (46,11), ხოლო მესამე ადგილი გაინაწილეს 11 წლის ნინო ბასილაიამ და ანი    სიჭინავამ (57,54).

გამარჯვებულებს მედლები, დიპოლმები და პრიზები გადასცეს თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის  საქალაქო სამსახურის უფროსმა ზაზა დოლიძემ, ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული  სახეობების ასოციაციის პრეზიდენტმა დიმიტრი დუნდუა მ, სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის  თავმჯდომარემ გოგი დოლიძემ და სხვებმა.

   ასპარეზობა მიეძღვნა ჰენრი კუპრაშვილის მიერ 2002 წლის 30 აგვისტოს დარდანელის სრუტის კოლხურით    გადაცურვ ი ს 4 წლისთავს.

   ასარეზობას უძღვებოდა მისი მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი .

ხელფეხშეკრული კოლხურით” თბილისის ზღვის მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვის ოფიციალური შედეგები (03.09.06წ. სტარტი 12:00. დისტანცია 3 400 მეტრი)

#

სახელი და გვარი

დაბად.წელი

შედეგი

ადგილი

ქალაქი

1

ირაკლი შენგელია

1994

40. 47.00

I

თბილისი

2

ნასტია გრივაჩი

1993

46.11.00

II

თბილისი

3

ნინო ბასილაია

1995

57.54.00

III

თბილისი

5

ანი სიჭინავა

1994

57.54.00

III

თბილისი


   12/05/2006

თბილისის ღია პირველობა ცურვის ქართულ სახეობა “ლაზურში”

   2006 წლის 12 მაისს სპორტკომპლექსში " ლაგუნა ვერე ", ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული    სახეობების ასოციაციისა ( პრეზიდენტი დიმიტრი დუნდუა ) და თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის    საქალაქო სამსახურის ეგიდით , გაიმართა თბილისის ღია პირველობა ცურვის ქართულ სახეობა “ ლაზურში ” (    შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი ). 

   შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 10 დან 17 წლამდე ასაკის 50–ზე მეტმა გოგონამ და ბიჭმა. 50 მეტრიან    დისტანციაზე გაიმარჯვეს ნინო ბასილიამ და ირაკლი შენგელიამ. 100 მეტრიანზე – ნასტია გრივაჩმა და თორნიკე    გაგოშვილმა, ხოლო 500 მეტრიან დისტანციაზე ნასტია გრივაჩმა და ირაკლი შენგელიამ. გამარჯვებული    პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით . გარდა ამისა , 500 მეტრიანი დისტანციაზე ვაჟებს    შორის გამარჯვებულ ირაკლი შენგელიას " კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის " სახელით თურქთის    მოქალაქე ლაზმა სეთადთ შაჰინკაიამ გადასცა ციფრული ფოტოკამერა , ხოლო გოგონებს შორის გამარჯვებულს    ნასტია გრივაჩს “ სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის ” სახელით გიორგი დოლიძემ გადასცა ფერადი    ტელევიზორი .

   მოეწყო საჩვენებელი გაცურვები ცურვის სხვა ქართულ ყაიდებში („ოკრიბულა“, „აფხაზური“, „ხელფეხშეკრული    კოლხური“, “იბერიული”, “ქიზიყური”, “ხაშურული”, “თახვია” ), ნაჩვენები იქნა მეგრული საწყლონოსნო თამაში    “წყალრკინება” (მენჩურუა).

   კომპოზიტორმა მერაბ მამულაშვილმა სპეციალურად დაამუშავა ლაზური მოტივები და ამ შეჯიბრებისთვის    დაწერა “ლაზური მარში”, რომელიც ამ დღეს აჟღერდა პირველად.

ლაზურში თბილისის ღია პირველობის ოფიციალური შედეგები.
თბილისი, სპორტლომპლექსი “ლაგუნა ვერე” (12.05.06)

ბიჭები 50 მეტრიანი დისტანცია

სახელი და გვარი

შედეგი

ადგილი

ქალაქი

მწრთვნელი

ირაკლი შენგელია (დაბ. 1994)

0.41.00

I

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

თემურ კობახიძე (დაბ. 1995)

0.45.8

II

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

გიორგი წილოსანი ( დაბ. 1995 )

0.54.6

III

თბილისი

მარინა ლომიძე

გოგონები 50 მეტრიანი დისტანცია

ნინო ბასილაია (დაბ. 1995)

0.53.7

I

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

ანი სიჭინავა (დაბ. 1994)

0.55.2

II

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

ზოია შეხოვცევა (დაბ. 1994 )

1.00

III

რუსთავი

მზია კაპანაძე

ბიჭები 100 მეტრიანი დისტანცია

თორნიკე გაგოშვილი (დაბ. 1991 )

1.35.0

I

თბილისი

მარინა ლომიძე

თორნიკე სხილაძე (დაბ. 1993)

1.38.7

II

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

დათო ბარდაველიძე (დაბ. 1993)

1.40.3

III

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

ოგონები 100 მეტრიანი დისტანცია

ნასტია გრივაჩი (დაბ. 1993)

1.46.3

I

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

ანა პატარაია (დაბ. 1991 )

2.22.9

II

რუსთავი

ირინა ბენდელიანი

თიკა ბაკურაძე (დაბ. 1992)

2.23.5

III

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

იჭები 500 მეტრიანი დისტანცია

ირაკლი შენგელია (დაბ. 1994)

8.35.7

I

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

თორნიკე სხილაძე (დაბ. 1993)

9.37.9

II

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

დიმიტრი ქურდაძე (დაბ. 1989 )

10.04.3

III

რუსთავი

ირინა ბენდელიანი

ოგონები 500 მეტრიანი დისტანცია

ნასტია გრივაჩი (დაბ. 1993)

10.05.0

I

თბილისი

დიმიტრი დიქი, ჰენრი კუპრაშვილი

შეჯიბრების მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი

მდივანი მანანა ზამბახიძე


   15/06/2005

კოლხური თანდათან ფრთებს შლის

   სპორტკომლექს «ლაგუნა ვერესთან» შეიქმნა გაჯანსაღებისა და სპორტული მიღწევების ბავშვთა და მოზარდთა    კლუბი «ვერე». ვლადიმერ გოიაშვილის ძალისხმევით სპორტკომლექს «ლაგუნა ვერეზე» სასწავლო პროცესში    ოფიციალურად შეიტანეს ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ცურვის უნიკალური ქართული    ყაიდები:ლაზური, ოკრიბულა, იბერიული, აფხაზური, ქიზიყური, ხაშურული, თახვია და    «ხელფეხშეკრული კოლხური».

   დიმიტრი დიკი (Dick) გერმანული წარმოშობის პირველი ქართველი მწრთვნელია, რომელმაც სპორტკოპლექსის    ბაზაზე პროფესიონალი მოცურავე სპორტსმენების წრთვნის პროცესში აქტიურად დანერგა ჰენრი    კუპრაშვილის მიერ აღდგენილი ცურვის ქართული ყაიდები. მისი აზრით ქართული ცურვა სპეციფიკურია და    ავითარების კუნთების იმ სისტემას, რომელიც აქტიურ როლს ითამაშებს კლასიკური ცურვის სახეობების    სრულყოფაში. მას იმედი აქვს, რომ ამ მეთოდით მომზადებული ქართველი მოცურავეები წარმატებებს მიაღწევენ    კლასიკურ ყაიდებში, რომელიც ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს საქართველოში.

 

   07/06/2004

ასპარეზობა, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არა აქვს

2004 წლის 7 ივნისს ჰენრი კუპრაშვილის აღზრდილებმა გამართეს საჩვენებელი შეჯიბრება «ლაზურში» (სპორტული ყაიდა) და «ხელფეხშეკრულ კოლხურში» (სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა)

   თბილისში, სპორტკომპლექს « ლაგუნა ვერეზე» 25 და 50 მეტრიან დისტანციებზე გამართულ შეჯიბრებაში    მონაწილეობდნენ დემირელის კოლეჯის (ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში)    მოსწავლეები:სოფო გიორგაძე, ლაშა ვაშაკიძე, მარიამ ზულიაშვილი, ზურა კახეთელიძე, ოთარ ნიკურაძე, თორნიკე    ჭინჭარაული, მირზა ჭინჭარაული. მათი მომზადების პერიოდში (36 მეცადინეობა) ჰენრი კუპრაშვილმა გამოიყენა    მის მიერვე აღდგენილი ცურვის ქართული სავარჯიშო-საწვრთნელი ყაიდები:»აფხაზური», «იბერიული»,    «ოკრიბული», «თახვია», «ქიზიყური» და «ხაშურული». ტრადიციული ცურვისაგან განსხვავებით ცურვის    განსაკუთრებული და სრულიად უნიკალური ქართული სახეობების საერთო მახასიათებელია ცურვისა და    სუნთქვის განსაკუთრებული ტექნიკა, ცურვის დროს ხელების უმოძრაო მდგომარეობა და    გავა-წელის შეტყუპებულ ფეხებთან ერთად დელფინისებური მოძრაობა.


იუბილარს მიესალმება რეჟისორი რეზო ჩხეიძე. სურათზე რეზო ჩხეიძე, გოგი დოლიძე, ჰენრი კუპრაშვილი (ინტერპრესნიუსის ფოტო)


იუბილარს ულოცავენ პატარა ჩოხოსნები (ინტერპრესნიუსის ფოტო)

“ხელფეხშეკრული კოლხურით” თბილისის ზღვის გადაცურვის მონაწილენი: ირაკლი შენგელია, ანი სიჭინავა, ნინო ბასიალაი, ნასტია გრივაჩი, მწრთვნელი დიმიტრი დიქი (03.09.06)

 

ჰენრი კუპრაშვილი – ბოსფორი 2005  

 

   2004

   გამოიცა წიგნი.

   ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა. თბილისი, 2004.

   ISBN 99940-0-190-6

   სახელმძღვანელოში  წარმოდგენილია ავტორის მიერ გაცოცხლებული ცურვის ქართული სახეობანი: “ლაზური”    (სპორტული ყაიდა) და “ხელფეხშეკრული კოლხური” (სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა), აგრეთვე ცურვის    სავარჯიშო-საწრთვნელი ყაიდები: “აფხაზურა”, “ოკრიბულა”, “იბერიული”, “თახვია”, “ქიზიყური” და    “ხაშურული”. ნაჩვენებია ცურვის ქართულ ნაირსახეობათა განსაკუთრებულობა და უნიკალურობა. წიგნი გამოიცა    საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელშეწყობით.

 

   05/06/2003


ჰენრი კუპრაშვილს ეძღვნება გერმანიაში დაბეჭდილი ფერადი, ფართოდ ილუსტრირებული, სამენოვანი (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე) წიგნი «დარდანელის გმირი _ შვიდი უნიკალური მოვლენა». გამომცემელი მედია ჰოლდინგი «ჯორჯიან თაიმსი»