მთავარი გვერდი

ჰენრი კუპრაშვილი მასმედიაში

(ინფორმაცია სრული სახით განთავსდება მოგვიანებით)
 სარჩევი
I. ცნობილი ადამიანები ჰენრი კუპრაშვილის შესახებ
II. ჰენრი კუპრაშვილი რეიტინგებში
III. ჰენრი კუპრაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები
IV.ჰენრი კუპრაშვილის პუბლიკაციების სია
V. ჰენრი კუპრაშვილის ინტერვიუების სია (რაოდენობა 161)
VI. ჰენრი კუპრაშვილი რადიო-ტელევიზიაში (220)
VII. ჰენრი კუპრაშვილი ს შესახებ მასმედიაში (არაცურვა) (130)
VIII. ჰენრი კუპრაშვილის შესახებ მასმედიაში (ცურვასთან დაკავშირებული) (251)
IX. ჰენრი კუპრაშვილის მონაწილეობა კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში (32)
X. ჰენრი კუპრაშვილის შესახებ ინტერნეტში (ცურვასთან დაკავშირებული)
XI. ჰენრი კუპრაშვილის შესახებ ინტერნეტში (არაცურვა)
   
I. ცნობილი ადამიანები ჰენრი კუპრაშვილის შესახებ
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენი “კურიერი” გაიხსნა ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და საინტერესო პიროვნებით, ჰენრი კუპრაშვილის გამოსახულებით, რომელიც აპირებს ხელფეხშეკრულმა გადაცუროს აზიიდან ევროპაში
  2002 წლის 21 აგვისტო, “ღამის კურიერი”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”
 
  ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
  ბატონო ჰენრი,
გულწრფელად გამახარა თქვენმა წარმატებამ, რომელიც ღირსშესანიშნავ მოვლენად იქცა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ეროვნული ტრადიციების აღორძინება უაღრესად საშური და მისაბაძი საქმეა. მით უმეტეს, გლობალიზაციის ეპოქაში, რომელსაც, ამ თვალსაზრისით, მრავალი საფრთხე ახლავს თან.
თქვენი მამულიშვილობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვის უნარი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დაამტკიცეთ, სადაც ღირსეულად იბრძოდით სამშობლოს მთლიანობის და დამოუკიდებლობის დასაცავად.
დარდანელის სრუტის გადაცურვა დიდ სიმბოლოსაც შეიცავს, - საქართველო ისტორიულად ვითარდებოდა ევროპისა და აზიის მიჯნაზე, ანუ კონტინენტთა დამაკავშირებელ ხიდს ქმნიდა. თქვენი წარმატება კი ნათელყოფს, რომ საქართველოს, ქართულ ფენომენს, შესწევს უნარი კვლავაც შეასრულოს თავისი ფუნქცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და შემდგომ გამარჯვებებს.
  გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #213, 04.09.02 >
 
  თედო ჯაფარიძე
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
”ჰენრი კუპრაშვილმა ჩვენს უშიშროების საბჭოს გაუთქვა მსოფლიოში სახელი. მე არ მეგულება მსოფლიოში, თვით ამერიკის ჩათვლით, ისეთი სტრუქტურა, სადაც ასეთი ტანამშრომელი ეყოლებათ. მას თავისუფლად შემიძლია გმირი ვუწოდო, რომელმაც სასწაული ჩაიდინა და ხელფეხშეკრულმა გადაცურა უზარმაზარი მანძილი. პიროვნება, რომელმაც ეს ზღვაში გააკეთა, მე მგონი , იმ პოლიტიკურ ოკეანეში, რომელსიც ჩვენი სტრუქტურა აღმოჩნდა, ნამდვილად არ გაუჭირდება. ასეთი ადამიანის გვერდში ყოფნა ჩემთვის მნისვნელოვანია და მინდა მას ეს წარმატება მივულოცო.”
 გაზ. “დილის გაზეთი”, # 211, 11.09.02
 
ირაკლი მეძმარიაშვილი
საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარე
ბატონო ჰენრი!
მაქვს პატივი გულწრფელად მოგილოცოთ დიდი წარმატება დარდანელის სრუტის ძველი კოლხური სტილით ხელფეხშეკრულ გადაცურვაში.
აღტაცებას იწვევს თქვენი შეუპოვრობა, ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე და დიდი მონდომება ცურვის ძველქართული სტილის აღსადგენად.
ვფიქრობ, თქვენი საქმიანობა მაგალითი იქნება საქართველოში მივიწყებული ეროვნული სპორტული ტრადიციების აღორძინებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ახალი მიღწევებით გაგეხარებინოთ ჩვენი ხალხი.
გაზ. ”ლელო”, # 73, 20-23.09.02
 
 II . ჰენრი კუპრაშვილი რეიტინგებში
  2002 წლის ადამიანი მსოფლიოში - მკითხველის რეიტინგის შედეგები
1. ჯორჯ ბუში – 42%
2. უსამა ბინ ლადენი – 12%
3. გიორგი კანდელაკი – 9%
4. რონალდო – 7%
5. ვლადიმირ პუტინი – 6%
6-7. ჰენრი კუპრაშვილი – 4%
6-7. ჯუმბერ ლეჟავა = 4%
8. სადამ ჰუსეინი – 3%
9. ჯიმი კარტერი – 2%
10. პიტერ შოუ – 1%
გაზ. “კვირის პალიტრა”, #52, 30.12.02
 
  წლის ადამიანი – 2002 - ჟურნალისტების რჩეული:
ნომინაცია “წლის ადამიანის” კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადდა ჯუმბერ ლეჟავა და ჰენრი კუპრაშვილი
გაზ. “ახალი ეპოქა”, #75, 27.12-09.01.02
 
გასული წლის ყველაზე სასიხარულო მოვლენა საქართველოში - მკითხველის რეიტინგის შედეგები
1. ”ბორჯღალოსნების” გამარჯვება – 38%
2. გიორგი კანდელაკის გამარჯვება – 29%
3. ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის სრუტის კოლხურით გადაცურვა – 6%
4-5. ნატოს კარებზე დაკაკუნება – 3%
4-5. ჯუმბერ ლეჟავას დაბრუნება – 3%
გაზ. “კვირის პალიტრა”, #1, 6-12.01.03
 
  ყველაზე არაორდინარული პოპულარული ქართველებიმკითხველის რეიტინგის შედეგები
  1. ვახტანგ რჩეულიშვილი – 14.5%
2. მიხეილ სააკაშვილი – 9.6%
3. შალვა ნათელაშვილი – 5.1%
4. ”უცნობი” – 5.1%
5. ედუარდ შევარდნაძე – 3.9%
6. კოტე ყუბანეიშვილი – 3.7%
7. ირინა სარიშვილი-ჭანტურია = 2.9%
8. ჰენრი კუპრაშვილი – 2.2%
9. ჯუმბერ ლეჟავა – 2.0%
10-12. მაკა ასათიანი – 1.7%
10-12. ბიძინა ივანიშვილი– 1.7%
10-12. ბადრი პატარკაციშვილი – 1.7%
გაზ. “კვირის პალიტრა”, #19, 12-18.05.03
  
ყველაზე სასურველი პრეზიდენტიმკითხველის რეიტინგის შედეგები
1. მიხეილ სააკაშვილი – 19.6%
2. შალვა ნათელაშვილი – 18.2%
3. ნინო ბურჯანაძე – 18.0% და სხვა
დასახელდნენ მეტად არაორდინარული ქართველებიც – ...ჰენრი კუპრაშვილი...
 გაზ. “კვირის პალიტრა”, #21, 26.05 -01.06.03
 და სხვ.
 
III. ჰენრი კუპრაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები
ნომადი ბართაია
  მოგიღწევია საქართველოვ, აქამდე როგორ
ჰენრი კუპრაშვილს
ხელფეხშეკრული ჩვენს წინაპრებს სცოდნიათ ცურვა.
ო, ძველკოლხურად უცურიათ წინაპრებს ჩვენსას.
მოგვიღწევია, თურმე, აი, აქამდე როგორ,
ბატონო ჰენრი, რა ვიხილე ან ეს რა მესმა!..
 
როდი გვქონია მოქარგული გზა ია-ვარდით,
როდი ვყოფილვართ დალხენილნი, გვივლია როგორ.
ნეტა რა ძალამ ხელფეხშეკრულს გვასწავლა ცურვა,
ნეტა რა ექვა ანუ ცურვის ასეთის მომგონს…
 
თითქოს ქარაგმა უკვდავების აიხსნა ჩვენი,
თითქოს სასწაულს აეხადა ჩვენ თვალწინ ფარადა...
მოგიღწევია, საქართველოვ, აქამდე როგორ,
ჩემთვის ყოველი ახლა უკვე ნათელი გახდა.
 
გაზ. ”მწერლის გაზეთი” # 36, 11-17.12.03
 
მაყვალა კუბლაშვილი
 ჰენრი კუპრაშვილს - დარდანელის გმირს
შებორკილი ხარ ვით საქართველო,
მიცურავ მაინც და არ ნებდები,
გამარჯვებისას გავიტანთ ლელოს,
შენ გადარჩენის იმედს გვპირდები.
 
შეუდრეკელი კოლხური სულის,
ძლიერი ჯიშის ქართველი გმირი,
მოვიდა მაცნედ იმ სიხარულის,
რომ დაგვეხსნება სატანის ჭირი.

                ახალი ვერსია”, გაზ. #31, 04-10.08.03

 

გვანჯი მანია
 
კაცი–დელფინის ბალადა
(თავფარავნელი ჭაბუკის მოტივებზე)
 
კოლხური ცურვის მეთავე,
დარდანლის გავლას ლამობდა,
„დაჰკარგა ფონი, შეშჭირდა,
მორევი ბობოქარობდა“.
 
პირქარი სახეს სერავდა,
შხეფები თვალებს ფარობდა,
კარის ღვთისმსობელს უხმობდა,
ცურვას მაინც არ ზარობდა.
 
ხელფეხშეკრული ვაჟკაცი,
პირჯვარის წერას ნატრობდა,
იმ ხატმა ნატვრა ისმინა,
ზღვას ანათებდა, ათბობდა.
 
მეუღლე ხატის მცნობელი,
გმირული ამბით ხარობდა,
თურქი, ქართველი მენავე
გარშემო დაჰფარფარობდა.
 
დელფინი გაკვირვებული
დაქროდა, დანავარდობდა,
ათენაც კეთილმსურველი,
დაფნის გვირგვინით ნამკობდა.
   
დარდანელი (თურქეთი)

30.08.2002
 
 
ცინარი (მარიამ) ხმიადაშვილი
 დარდანელის გმირს – ჰენრი კუპრაშვილს
(აკროსტიკი)
ა ასპარეზად სრუტე არჩიე...
ვროპა იქით, აქეთ - აზია.
აპირს უკურთხებს ტალღა დარდანელს
იჟრაჟის ფერით შეუკმაზია.
ნება უფალმა, განა სარკაზმია,
 
აცს დელფინს გიწოდებს - დიდი თავაზია.
ხუცეს ქურსუას ხილვა გაუცოცხლე,
ირმშოს იქ ოცნებით გიდარბაზია,
ომელმაც გამოგიწრთო სული რაინდული,
რაფრად მიიჩნიე ზღვის ღელვა, აბრაზია.
ნო ჰქონდათ არგოსელთაც, დატოვეს ლეგენდა,
ნებიან ბაირონს, ხომ აუხდა ფანტაზია
სე კი შმაგ ზვირთებთან უჯამბაზია...
ივლივა ტალღა, ცა ლაჟვარდი - ძალზე ნაზია,
აოცარია სიცოცხლე შლეგი - თუ ლამაზია.
 
ნ ე ლ ი მ ა ნ ჩ ხ ა შ ვ ი ლ ი
 ალალ, ის სადღეგრძელო
ვუძღვნი დარდანელის გმირს, ჰენრი კუპრაშვილს
ვის გადაროთ არ ვიცი,
ბაირონს თუ პრომეთეს,
სასწაულის მოხდენა,
შეუძლია განა ბევრს.
 
თქვენ კაცი ხართ „დელფინი“,
ხელფეხშეკრულს, რა ძალგიძთ!
მითიური მოვლენა,
ზღვის ზვირთებში განკაცდით.
 
თუმც სტიქია გიტევდათ,
ქედი არ მოიხარეთ,
მამულიშვილის ვალი,
პირნათლად მოიხადეთ.
 
სამშობლოზე ფიქრებში,
ბევრი დღე გალეულა,
ალალ, ის სადღეგრძელო,
თქვენთვის, რაც დალეულა.
 
უფლის ძალა გფარავდეთ,
ჰქმენ საქმე საარაკო,
დარდანელის გმირი ხართ,
და მე, თქვენით ვამაყობ.
 
2009 წლის 13 სექტემბერი