ჰენრი კუპრაშვილი
მესამე ათასწლეულში ამკვიდრებს სრუტეების გადაცურვის ახალ წესს

მთავარი გვერდი       

 

მთავარი სპონსორი - ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის „დინამო“
(გამგეობის თავმჯდომარე
კობა ნარჩემაშვილი -საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი,
გენერალ-ლეიტენანტი)

სპონსორები:
სპორტკომპლექსი „ლაგუნა ვერე“
(ვლადიმერ გოიაშვილი);

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი
(მამუკა მონავარდისაშვილი);

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია „გორბი“
(მერაბ ფაჩულია)

 
  2002 წლის 30 აგვისტოს, პარასკევს, თურქეთში, ქართველმა ისტორიკოსმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა გამართა მსოფლიოში ანალოგის არმქონე საგინესო-სარეკორდო ასპარეზობა და დარდანელის სრუტე, 12 კილომეტრი, ოთხგან ხელფეხშეკრულმა, ანუ ცურვის ძველი ქართული სამხედრო-საწვრთნელი ყაიდით 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა - ეჯიაბათის ნავსადგურიდან (ევროპის მხარე) ჩანაქკალეს გარეუბან სოფელ ქეფეზამდე (აზიური მხარე) ადგილობრივი დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყო და 19 საათსა და 45 წუთზე დაასრულა.




    დარდანელის სრუტე ევროპასა და მცირე აზიას შორის. აერთებს მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებს. სიგრძე 120,5 კმ, სიგანე 1,3-18,5 კმ, სიღრმე 53-106 მ.

 დარდანელი დიდი საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალია, მაგრამ თურქეთის გამარჯვებისა და შეიარაღებული ძალების დღესასწაულის გამო გემების მოძრაობა მცირე ხნით შეჩერებული იყო. სამაგიეროდ, რეკოდრდსმენის დაბრკოლებად იქცა ზღვის ღელვა (დაახლოებით 3 ბალი), პირქარი და დარდანელისათვის დამახასიათებელი მუდმივი ჩქარი დინება. მიუხედავად ყოველივე ამისა რეკორდსმენმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - თავისი უჩვეულო მარათონი გამარჯვებით დაამთავრა ასპარეზობის უშუალო ხელმძღვანელები: გვანჯი მანია - მსოფლიო მიღწევათა და მოგაზურობათა კლუბი „გიორგი“-ს თავმჯდომარე, ექსპედიციის „დარდანელი 2002“ ხელმძღვანელი (საქართველო) და ნური ენგინი - ქალაქ ჩანაქკალეს ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე (თურქეთი). მარათონული გადაცურვა მკაცრი მეთვალყურეობით - რეკორდსმენის სიცოცხლის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით წარიმართა. ამას ემსახურებოდა ორი დიდი კატერი _ ERDEM-17.00 D 1014 კაპიტანი ახმედ ერდემი, თანამფლობელი ისმეთ ერდემი და ERDEM-17.00 D 0246 _ კაპიტანი დენიზ ერდემი, სადაც იყვნენ თურქი ზღვაოსნები, უშუალო მეთვალყურენი:საქართველოს მხრიდან - გიორგი დულარიძე (ტელეკომპანიის „რუსთავი 2“ წარმომადგენელი), გურანდა გურასაშვილი (ტელეკომპანიის „იბერია“ წარმომადგენელი), ალექსანდრე კოტორაშვილი (გაზეთ „მთავარი გაზეთის“ ფოტოკორესპოდენტი), ზურაბ ბატიაშვილი (აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი), ლუდმილა კოვალეცი-კუპრაშვილი (რეკორდსმენის ექიმი) და თურქეთის ტელეკომპანიებისა და სააგენტოების წარმომადგენლები - ერდემ სურეკ (D.H.A.), ერსან კიუჩიუკკურუ (D.H.A), ბიროლ გიურსეს (A.A.), ერჯან ოზჩეტინ (A.A.), ბურაკ გეზენ (S.H.A.), ბურაკ აკაი (A.T.V. TV.).
ასპარეზობის წინ წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩანაქკალეს საზღვაო გარნიზონის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ილიას კოჩაკმა (ფოთის ნავსადგურში მეგობრული ვიზიტით შემოსული პირველი თურქული სამხედრო გემის ყოფილმა კაპიტანმა) და საქართველოს სამხედრო ატაშემ თურქეთში ვიცე-პოლკოვნიკმა თემურ კერესელიძემ.

 
სრუტეების გადაცურვის ისტორია