ჯერ კიდევ 2001 წლის 28 იანვარს თბილისში, სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეზე“ ხელფეხშეკრულმა ჰენრი კუპრაშვილმა შეუსვენებლივ 2 კილომეტრი 92 წუთში დაფარა

მთავარი გვერდი         

 

 

საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია “აიეტის” დროშა (1990 წ.) - ავტორი გიორგი ცხოვრებაძე

საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის ემბლემა - ავტორი შალავა ცხოვრებაძე

ყურადღებას იქცევს მასმედიაში ჰენრი კუპრაშვილის მისამართით გამოთქმული შედარებები: აშშ – "ადამიანი დელფინი" (CNN), ჩინეთში - "ადამიანი დელფინი" (21st Century.com.cn; Newspaper, Electronic Edition, Issue - 390-2001.2.1), უკრაინაში - "ქართველი საათნახევრის განმავლობაში დელფინი იყო" («СЕГОДНИЯ» УКРАИНА, № 775, 30.01.01), რუსეთში - "ადამიანი დელფინი" („Огонек"; No. 36, 2002, сентябрь. Комсомольская правда"; No 136, 7.09.02), საქართველოში - "წყლის პრომეთე", "მესამე ათასწლეულის სენსაცია" ("საქართველოს რესპუბლიკა"), "დიდი ქართველი" ("ასავალ-დასავალი") და სხვა.
საინტერესოა, რომ „ადამიანი-დელფინის“ შესახებ სხვადასხვა დროს მომზადებული ორი სიუჟეტი მსოფლიოს უპირველესმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-მა 11-ჯერ გაიმეორა (2001 წლის თებერვალსა და 2002 წლის ნოემბერში), ხოლო როიტერისა და ასოშეიტედ პრესის მიერ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანმა ტელეარხმა საქართველოს სინამდვილისათვის უპრეცედენტო რაოდენობით შეიძინეს, ასევე ფართოდ გავრცელდა თურქეთის სააგენტოების და უკრაინის ტელეკომპანიის მიერ სპეციალურად მომზადებული სიუჟეტები.
გაზეთ „ახალი-ეპოქის“ მიერ დასახელებულ იქნა „2002 წლის ადამიანად“, ხოლო გაზეთ „კვირის პალიტრის“ გამოკითხვაში „2002 წლის ადამიანი მსოფლიოში“ მეექვსე ადგილი ერგო, ამავე გაზეთის გამოკითხვაში 2002 წლის „სასიხარულო მოვლენა“ - ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვამ მესამე ადგილი დაიკავა.

Georgian Fonts
 
ვიდეო კლიპი